- ინტერესთა ეთიკა
- აღიარებს, რომ საზოგადოებრივი მნიშვნელობის მორალურ კონფლიქტებში თანხმობის მიღწევა მაღალი პრინციპების ერთგულებით არ არის განპირობებული. პლურალისტურ საზოგადოებაში მუდმივად ხდება ასეთი პრინციპების განხილვა, მაგრამ, რამდენადაც ეს პრინციპები რელიგიური წარმომავლობისაა, მიჩნეულია, რომ ისინი საზოგადოებრივ განხილვას არ ექვემდებარება. პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ თვალსაზრისებს, რომელთაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, რაც ნიშნავს, რომ ამ მიდგომის თანახმად, ეთიკური შეფასებისას, შესაძლოა, ანგარიში გაუწიო მხოლოდ მათ, ვისაც თავად შეუძლია უპირატესობა მოიპოვოს.ამ მიმართულების მიმდევრები ფარულად აცხადებენ პრეტენზიას მონოპოლიურ უფლებაზე, თავად გადაწყვიტონ, თუ რა ქმნის ადამიანს ადამიანად. ადამიანთა ერთ ნაწილს ისინი სხვათა განკარგულებაში აქცევენ.Source: თავისუფლება № 7დეკემბერი, - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2002 2წ.
Georgian encyclopedia. 2013.